192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროსაბჭო დემოკრატიის განვითარებაში სომხეთის მხარდაჭერას განაგრძობს. თორბიორნ იაგლანდი ნიკოლ ფაშინიანს
2019-04-11 16:29:33

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს.

როგორც იუწყებიან სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, შეხვედრისას ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 9 დეკემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების განხორციელება და შედეგები მოწმობენ დემოკრატიისა  და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ სომეხი ხალხის ერთგულების შესახებ, და ევროპის საბჭო გააგრძელებს თანამშრომლობას სრ მთავრობათან ამ მიზნების მისაღწევად.

სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია არის სომხეთისა და სომხეთის საზოგადოების შიდა რწმენა და ღირებულება და, არა თუ გარეგნული ორიენტაცია, და სომხეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს წინსვლას, მისი განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის სრულყოფილი უზენაესობის უზრუნველყოფის გზით. თორბიორნ იაგლანდმა თავის მხრივ, ხაზი გაუსვა სომხეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების  მიმართულებით რეფორმების განხორციელებას, და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პროცესები მოწმობენ სომხეთისა და სომეხი ხალხის  ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების შესახებ, და ევროკავშირი მზად არის კვლავაც მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას ამ საქმეში.
სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განიხილეს სომხეთ-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების და რეგიონული განვითარების გარშემო.