192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშანიანი მიიჩნევს, რომ სისტემური კორუფციის გვერდი სომხეთში დაიხურა
2019-04-11 17:03:43

სომხეთში დიდი პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. მოხერხდა სომხეთში სისტემური კორუფციის აღმოფხვრა, მონოპოლიური ეკონომიკის აღმოფხვრა და კანონის წინაშე ყველა ადამიანისთვის თანასწორობის რეალური პირობების შექმნა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის დროს.  მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა. ბოლო 10 თვის განმავლობაში, სომხეთში ჩრდილიდან გამოყვანილ იქნა და შეიქმნა 50 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.

მან დასძინა, რომ დღეს სომხეთი ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანაა სიტყვისა და შეკრების შესანიშნავი თავისუფლებით. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების, სომხეთში სისტემური კორუფციის გვერდი დახურულია შეუქცევადად, ხელისუფლება იღებს ზომებს, რათა გაიზარდოს ადამიანის უფლებათა დაცვის დონე.

"მაგრამ ჩვენი დემოკრატია საჭიროებს ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარანტიებს. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ანტიკორუფციული ინსტიტუტების შექმნა და გაძლიერება ის ძირითადი სფეროებია, სადაც ჩვენ გვჭირდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკური რევოლუციის შედეგების დასაფიქსირებლად, არამედ ჩვენს მიერ დაწყებული ახალი ეკონომიკური რევოლუციის  წარმატებულად დასასრულებლად. ჩვენი ეკონომიკური რევოლუციის მთავარი მიზანი და მნიშვნელობა არის ჩვენი მოქალაქეების წახალისება ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, მათთვის რეალური შესაძლებლობების შესაქმნელად, სომხეთის უფრო მიმზიდველად გასახდომად ინვესტიციებისა და ტურიზმისათვის და ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ ავანგარდად გარდასაქმნელად. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რთულ ამოცანებში წარმატებას მივაღწევთ, რადგან ჩვენს ხალხს საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი მომავლის იმედი აქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.