192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთს ურთიერთობა აზერბაიჯანთან და მის მეზობლებთან წარმოდგენილი აქვს მშვიდობის დღის წესრიგის ფარგლებში. სომხეთის პრემიერ მინისტრი.
2019-04-11 17:27:29

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ირანთან მაღალ დონეზეა და ამ ქვეყნებთან გვაქვს მაღალი დონის დიალოგი, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, პასუხი გასცა რა შეკითხვას სომხეთის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ.
ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, სრ პრემიერ-მინისტრის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს აზერბაიჯანსა და თურქეთთან.
"ყველამ იცით, თუ რატომ არ აქვს სომხეთს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. თურქეთის შემთხვევაში, ამ ქვეყანას აქვს წინაპირობა და სომხეთთან ურთიერთობას უკავშირებს აზერბაიჯანთან ურთიერთობებთან. სომხეთი, თავის მხრივ, არ ცვლის თავის პოზიციას, ჩვენ ვამბობთ, რომ თურქეთთან მზად ვართ ურთიერთობებისთვის წინაპირობების გარეშე", განაცხადა ფაშინიანმა.


აზერბაიჯანთან ურთიერთობების შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობები წარმოდგენილი აქვს მშვიდობიანი დღის წესრიგის ფარგლებში.
"ჩვენ აზერბაიჯანთან და  მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები წარმოდგენილი გვაქვს მშვიდობიანი დღის წესრიგის ფარგლებში და მოხარული ვართ, რომ მისი მოქმედების დროს ჩვენმა მთავრობამ შეძლო ურთიერთობების მაგიდაზე დაედო სწორედ მშვიდობის დღის წესრიგი", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.