192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა სომხეთის რევოლუციის შესახებ
2019-04-11 16:24:51

ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "სომხეთის ხავერდოვაბი რევოლუცია". როგორც იუწყებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან,  გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თორბიორნ იაგლანდი.

გამოფენაზე წარმოდგენილი 40-მდე ფოტოსურათი მთლიანად მოუთხრობს 2018 წლის გაზაფხულზე გიუმრიდან დაწყებული,  სომხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული და ერევანში დასრულებული რევოლუციის მსვლელობას.
გამოფენა მოძრავია და უახლოეს მომავალში ფოტოები სხვა ევროპულ ქალაქებშიც იქნება წარმოდგენილი.