192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
2019-04-12 09:46:22

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ქვეყნისთვის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე, რომელიც დაბა ანაკლიაში მიმდინარეობს.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს კომპანიაანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანიამ Conti International LLC.

პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რათა ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია", – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობს საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც დაინტერესებული არიან კონსორციუმისთვის კრედიტის გაცემაში, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

მმართველი პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი არ არის მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი, რადგან მოგების მისაღებად კერძო სექტორს, შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

ამასთან, ივანიშვილი მიესალმება, რომ პორტს სწორედ კერძო სექტორი ააშენებს და სახელმწიფოს კრედიტების აღება არ მოუწევს.

ივანიშვილის განცხადებით, როგორც წესი, სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს ამგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. პროექტი სახელმწიფოსთვის საჭიროა და თუ მას კერძო სექტორი არ განახორციელებს, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს ამის გაკეთება.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გერმანიის განვითარების ბანკმა DEG და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა FMO პორტის მშენებლობაში ინვესტირება გადაწყვიტეს. კონსორციუმის მონაცემებით, ორი ევროპული ბანკის მიერ 600 მლნ დოლარის ინვესტირების თაობაზე გადაწყვეტილების შემდეგ მშენებლობის პირველი ფაზისთვის აუცილებელი თანხა შეგროვებულია.

პორტის ამოქმედება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება დაგეგმილია ცხრა ფაზად.

პროექტის ავტორების გათვლით, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.