192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შეხვედრები საერთაშორისო სავალიუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2019 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში
2019-04-11 09:10:43

საერთაშორისო  სავალიუტო ფონდისა  და მსოფლიო ბანკის 2019 წლის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სრ ვიცე პრემიერი მჰერ გრიგორიანი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როგორც  გვაცნობეს სრ ვიცე პრემიერის ოფისიდან, მისი ვიზიტი დაიწყო მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებით ვიცე-პრეზიდენტ  სირილ  მიულერთან შეხვედრით, შემდეგ კი ის შეხვდა  მსოფლიო ბანკის  სომხეთის განხრით აღმასრულებელ დირექტორს  კოენ  დავიდსეს.

შეხვედრისას ორივე მხარემ მაღალ დონეზე შეაფასა  სომხეთსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დონე, ისევე როგორც ხაზი გაუსვა ამ უკანასკნელ ხანებში დამტკიცებული  სტრატეგიული დოკუმენტის „ქვეყნის პარტნიორობის ფარგლები 2019-2013“ მნიშვნელობას  თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების თვალთახედვით.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამები  და მათი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მიმართული  ღონისძიებები.