192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი მიესალმება იტალიის დეპუტატთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილების მიღებას
2019-04-12 09:16:24

იტალიის პარლამენტის მიერ  სომხეთის გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლება არის მნიშვნელოვანი გზავნილი გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

ამის შესახებ აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იტალიის დეპუტატთა პალატის მიერ სომხეთის გენოციდის შესახებ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით.

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, განცხადებაში ნათქვამია:

 „სომხეთი მიესალმება იტალიის დეპუტატთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის შესახებ მიღებულ დადგენილებას, რომლითაც იტალიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები.

იტალიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილია  იმ ძალისხმევაში, რომელსაც იჩენს საერთაშორისო საზოგადოება გენოციდგამოვლილი სომეხი ხალხის უფლებების პატივისცემისა და აღდგენის მიმართულებით.

იტალიის პარლამენტის მხრივ სომეხთა გენოციდის შესახებ მიღებული დადგენილება  გენოციდებისა და ადამიანთა წინაშე ჩადენილი დანაშაულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ასეთი დანაშაულების პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გზავნილია“.