192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პრემიერ-მინისტრი შეხვდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს
2019-04-12 10:21:59

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი  სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ( ევროპული კომისია „დემოკრატია  სამართლის მეშვეობით) თავმჯდომარეს  ჯანი ბუკიკიოს.

როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანი და ჯანი ბუკიკიო შეეხნენ წინა წლის დეკემბერში სომხეთში  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში ჩატარდა თავისუფლად და დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა თანამშრომლობას  ვენეციის კომისიასთან და ხაზი გაუსვა  ევროპის საბჭოს მონიტორინგული და საკონსულტაციო ორგანოების, ისევე როგორც  ვენეციის კომისიის დამსახურებას სომხეთში მიმდინარე რეფორმების განხორციელების საქმეში.  ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებით, სომხეთი მაღალ დონეზე აფასებს ვენეციის კომისიის საექსპერტო დახმარებას სომხეთის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებისათვის  დაქვემდებარების საქმეში.
ნიკოლ ფაშინიანმა და ჯანი ბუკიკიომ განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც.