192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სამშვიდობო მისიებში ქალთა მონაწილეობის გაფართოება სრ შეარაღებული ძალების პრიორიტეტია: ელჩი მარგარიანი
2019-04-12 13:31:22

გაეროში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მჰერ მარგარიანმა  მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სახელწოდებით "გაეროს სამშვიდობო ოპერაციები. ქალები სამშვიდობოებში ".  როგორც გვაცნობეს სრ სსს-დან, შეხვედრას თავმჯდომარეობდა  გერმანიის თავდაცვის მინისტრი  ურსულა ფონ დერ ლაიენი.  მონაწილეობას ღებულობდნენ 70 წევრ-ქვეყნის წარმომადგენლები, სიტყვით გამოვიდა  გაეროს გენერალური მდივანი  ანტონიუ გუტერეში.

როგორც სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მჰერ მარგარიანმა  თავის გამოსვლაში აღნიშნა,  სომხეთის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა წარმომადგენლობის პოპულარიზაციას საზოგადოებრივ ცხოვრების ყველა სფეროში, ხოლო სამშვიდობო ოპერაციებში ქალთა მონაწილეობის გაფართოება სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა ინიციატივების ჩართვას კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების  საქმეში.