192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
Standard & Poor's საქართველოს ეკონომიკას პოზიტივი მოუძებნა
2019-04-16 10:31:52

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's (S&P) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგების პროგნოზისტაბილურიდან“ „პოზიტიურამდეგააუმჯობესა, ნათქვამია სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავდროულად, S&P ინარჩუნებს უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში ვალდებულებების რეიტინგს ВВ-/ В დონეზე.

სააგენტოს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის შედარებით მაღალ ტემპს შეინარჩუნებს უფრო რთული საგარეო პირობების შემთხვევაშიც კი.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ საქართველო დაიცავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსებული პროგრამის პირობებს, რომელმაც სავალუტო რეზერვები და ინვესტორების ნდობა უნდა გაამყაროს.

პოზიტიური პროგნოზი, პირველ რიგში, ასახავს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა და საგარეო მაჩვენებლებმა შესაძლოა გადააჭარბოს მიმდინარე პროგნოზს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ეს ასევე ასახავს ქვეყნის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული შეთანხმების პირობების განუხრელად დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეიძლება შეიცვალოს რეიტინგი

სააგენტო აღნიშნავს, რომ შეიძლება გადახედოს რეიტინგებს მათი გაზრდის მიმართულებით, თუ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდება.

ჩვენ შეგვეძლო ასევე რეიტინგების გაზრდა, თუ საქართველოს საგარეო პოზიცია გამყარდებოდა, მაგალითად, ექსპორტის უფრო მაღალი მაჩვენებლების შედეგად და საქართველოს ეროვნულ ბანკში უფრო მაღალი სავალუტო რეზერვების საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეორე მხრივ, S&P- შეუძლია პროგნოზის დაწევასტაბილურამდესაქართველოს ეკონომიკის სუსტი ზრდის შემთხვევაში, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე და მის საგარეო პოზიციებზე. გარდა ამისა, პროგნოზის შემცირება შესაძლებელია, თუ საქართველოს ინსტიტუციური მექანიზმები შესუსტდება და პოლიტიკა ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება, რაც ბიზნესის ნდობას შეარყევს და ზრდის პერსპექტივაზე აისახება.

საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა

Standard & Poor's მიიჩნევს, რომ საქართველოს რეიტინგები კვლავ გამყარებულია რეგიონის მასშტაბით ქვეყნის შედარებით ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმებით. გარდა ამისა, სააგენტოს პროგნოზით, სუფთა სახელმწიფო ვალი 2022 წლის ბოლომდე მშპ- 40%-იან მიახლოებულ დონეზე შენარჩუნდება.

რეიტინგები, ძირითადად, შემოიფარგლება 2019 წელს 4400 დოლარის მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე მშპ- მაჩვენებლით, რომელიც გლობალური თვალსაზრისით, კვლავ დაბალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია

პროგნოზის ზრდას კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გაუკეთა.

მისი განცხადებით, S&P-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომსააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია“.

გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ S&P-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Standard & Poor's - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისდიდ სამეულშიშედის Fitch Ratings Inc-თან და Moody's-თან ერთად.

Fitch Ratings ამა წლის თებერვალში საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში სტაბილური პროგნოზით „BB-“-დან „BB“-მდე გაზარდა. Moody's Investors Service-მა 2017 წელს გაზარდა საქართველოს არაუზრუნველყოფილი რეიტინგის პროგნოზი უცხოურ ვალუტაში და პროგნოზი დეპოზიტებისა და ობლიგაციების მიხედვით.