192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაცკანიანი სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ სომხურ სათვისტომოსთან
2019-04-16 11:09:10

16-18 აპრილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით პარიზს ეწვევა. ამის შესახებ იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანს,  საფრანგეთის სახალხო კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიელ დე სორნეზს და სხვა ოფიციალურ პირებს.
ზოჰრაბ მნაცაკანიანი სიტყვით გამოვა საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საფრანგეთის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს.