192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სომხეთში ბელორუსიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები
2019-04-16 14:19:49

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა მიიღო  სომხეთის რესპუბლიკაში ბელორუსიის   საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ ნაზარუკი. ამის შესახებ გვაცნობეს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  სომხეთი მხარს უჭერს  აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე ეფექტურ თანამშრომლობას   ინტეგრაციული  კავშირებისა და სტრუქტურების ფარგლებში.

 ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრი  ფაშინიანი  მიესალმა  ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას  30 აპრილს  ერევანში დაგეგმილ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობო  საბჭოს სხდომის მუშაობაში, რაც  კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.

სომხეთის რესპუბლიკაში ბელორუსიის ელჩმა აღნიშნა, რომ ბელორუსია დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

ნიკოლ ფაშინიანმა და იგორ  ნაზარუკმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გააქტიურების მნიშვნელობას და განიხილეს სომხეთ-ბელორუსიის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები,  კერძოდ ეკონომიკურ ურთიერთანამშრომლობასთან  დაკავშირებული საკიხები.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  მთიანი ყარაბარის კონფლიქის მშვიდობიანი დარეგულირების თემას. ორივე მხარემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ბელორუსიის გაწონასწორებული მიდგომის შენარჩუნებას.