192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მონრეალმა 24 აპრილი აღიარა სომეხთა გენოციდის ხსენების დღედ
2019-04-17 11:28:00

მონრეალის მერიამ სპეციალური სხდომა მოიწვია, რომლის ბოლოს განცხადება გაკეთდა სომხეთის გენოციდის ხსენების 104-ე წლისთავთან დაკავშირებით,  იუწყება Horizon weekly-.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1916 წლების სომხების გენოციდი მეოცე საუკუნის პირველი გენოციდია, რომლის მსხვერპლი გახდა სომეხი ხალხის ორი მესამედი. სხდომას ესწრებოდა მონრეალის სომხური ეროვნული კომიტეტის დელეგაცია.
1997 წლიდან მოყოლებული, მონრეალის მერია ყოველ წელს ამტკიცებდა  რეზოლუციას, რომელიც გმობდა 1.5 მილიონი სომეხის დეპორტაციასა და მასობრივ დევნას.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 50 000 სომეხი ცხოვრობს მონრეალში, რომლებიც, როგორც სომხური სათვისტომო, მონაწილეობს ქალაქის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მუნიციპალიტეტის სპეციალური სხდომის დასასრულს, 24 აპრილი გამოცხადდა სომხების გენოციდის ხსენების დღედ.