192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რუსეთი დადებითადაა განწყობილი რუსეთსა და საქართველოს შორის საგზაო დერეფნის შექმნისთვის. ჰაკობ არშაკიანი.
2019-04-17 14:01:43

რუსეთი დადებითადაა განწყობილი რუსეთსა და საქართველოს შორის საგზაო დერეფნის შექმნისთვის, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა.

2011 წელს რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილმა და ფურცელზე დარჩენილმა ,,საგზაო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების განხორციელებამ შეიძლება სომხეთი გაათავისუფლოს ზემო ლარსით რუსეთში საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.
"ბოლო ინფორმაცია მივიღე ჩემი რუსი კოლეგისგან და მითხრეს, რომ ისინი დადებითად არიან განწყობილი. გარდა ამისა, შვეიცარიის კომპანიამ SGS უკვე გადაიხადა საფასური, პოზიტიური ცვლილებაა", - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, არშაკიანს არ შეუძლია თქვას, თუ რა დროში და როგორ გადაწყდება საკითხი, რადგან მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მოლაპარაკების პროცესს. გარდა ამისა, არშკიანის განცხადებით, სომხეთი არის ბენეფიციარი და მოლაპარაკებების კომენტირება ორი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გარშემო სწორი არ არის.