192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აშშ კონგრესის დელეგაცია ეწვევა სომხეთს
2019-04-17 15:09:13

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია 17-19 აპრილს  ეწვევა სომხეთს.
ამის შესახებ იუწყება სრ ეროვნული საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდი.
"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაშია დეივიდ ფრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა), ვერნ ბუქანანი  (რესპუბლიკელი, ფლორიდა), დინა ტიტუსი (დემოკრატი, ნევადა), მაიქლ ქონავეირი (რესპუბლიკელი, ტეხასი), გერრი ქონოლი (დემოკრატი, ვირჯინია), ადრიან სმითი (რესპუბლიკელი, ნებრასკა), ბარბარა ლი (დემოკრატი, კალიფორნია) და თერრი სიუელი (დემოკრატი, ალაბამა).
დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის აღმასრულებელი შტოს და ეროვნული ასამბლეის, ისევე, როგორც მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ყველა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის (დპკ) წევრია. დპკ–ს თავმჯდომარეა კონგრესმენი ფრაისი, თანათავმჯდომარეა კონგრესმენი ბუქანანი. დელეგაციის ვიზიტის მიზანია დპკ–სა და სრ ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესაძლო გზების მონიტორინგი.