192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს
2019-04-17 15:38:57

სამუშაო ვიზიტით პარიზში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს. როგორც იუწყებიან საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ჟან-ივ ლე დრიანმა კმაყოფილება გამოთქვეს ტრადიციული მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სომხურ–ფრანგულ მრავალდარგოვან მყარ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნეს რა  ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტობის უზრუნველყოფისთვის ორივე მხარის მზადყოფნა ახალი ინიციატივების მეშვეობით.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივ ტრადიციულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებს დაემატა აგრეთვე თანამშრომლობა დიდი პოტენციალის მქონე მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ და შემოქმედებითი განათლების სფეროებში.

მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მხარე დიდად აფასებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განკარგულებას საფრანგეთში 24 აპრილის სომეხთა გენოციდის მოხსენიების ეროვნულ დღედ გამოცხადების შესახებ, რაც საფრანგეთის პოზიციის უწყვეტობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, მიმართული უარყოფილი სამართლიანობის აღდგენაზე.

საუბარი ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს.