192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვიპროსის პრეზიდენტს შეხვდა
2019-04-17 16:14:56

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კვიპროსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია. აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებით მაისში დაგეგმილ ღონისძიებებზე კვიპროსის მხარდამჭერი პოზიციების დაფიქსირების მნიშვნელობა.

მთავრობის მეთაურმა ისტორიულად შეაფასა კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, გაძლიერდეს ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური მიმართულებით, რათა ეკონომიკური ურთიერთობის დონე შესაბამისობაში იყოს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობასთან. ყურადღება დაეთმო ცირკულარული მიგრაციის საკითხებს. კვიპროსის პრეზიდენტმა ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნა გამოთქვა.