192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი
2019-04-17 16:19:11

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზუემის დირექტორი ანა შანშიაშვილი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი ირინა მანია.

პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ინფორმაცია ფესტივალში მონაწილეობის პირობებისა და ასევე, იმ მრავალფეროვანი აქტივობების შესახებ, რომელიც „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება.

„ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ 2019 წლის 28-30 ივნისს ახალციხის ციხის (რაბათის) ტერიტორიაზე ჩატარდება. 

მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან განთავსდება მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს სამუზეუმო კოლექციების გამოფენებს, რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების ინსტალაციებს, ინფო-ტურს ტურისტული სააგენტოებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებსა და კონცერტებს. ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა.