Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი შეხვდა აშშ კონგრესმენებს
2019-04-18 11:42:22

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა მიიღო აშშ კონგრესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ  როგორც დემოკრატები, ასევე  რესპუბლიკელებიც.
სომხეთის რესუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ამერიკელ  კოლეგებს გააცნო სომხეთში მიმდინარე რევოლუციური მოვლენები და ის რეფორმები, რომლებიც მას მოჰყვა სხვადასხვა სფეროებში.  

ბატონმა მირზოიანმა  სტუმრებს წარუდგინა მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადამსვლელი ქვეყნის  საკანონმდებლო ორგანოში არსებული პრიორიტეტები.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირებას ის ხედავს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატით.

დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ  დევიდ ფრაისმა (დემოკრატი, ჩრ. კაროლინა) აღნიშნა, რომ  ის თვალს ადევნებდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს და მიესალმება დემოკრატიულ რეფორმებს.  მან მისი და მისი კოლეგების სახელით მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ყველა იმ ინციატივას, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან სომეხი კოლეგების მიერ.

 

2019-06-19 21:00:15
საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
2019-06-19 11:57:08
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპრჩიკს
2019-06-20 15:30:09
სომხეთში მოსამართლეების ხელფასების გაზრდას აპირებენ, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე. პრემიერ-მინისტრის განცხადება
2019-06-19 14:24:03
ახალი პროექტი ენერგეტიკის სფეროში საქართველოს 62 მილიონი დოლარი დაუჯდება
2019-06-19 18:00:12
ბრიუსელში ჩატარდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი პირველი მაღალი დონის კონფერენცია