192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა გახდა
2019-04-19 07:00:09

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა ნათია თურნავა, რომელიც აქამდე უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

თურნავამ ამ პოსტზე შეცვალა გიორგი ქობულია, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ხუთშაბათს მოაწერა.

თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან ქობულიას მოადგილე იყო. მანამდე 2013 წლიდან 2018 წლამდე იკავებდასაქართველოს საპარტნიორო ფონდისაღმასრულებელი დირექტორის პოსტს, ხოლო 2006 წლიდან 2013 წლამდე იყოსაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისდირექტორთა საბჭოს წევრი დასაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისგენერალური დირექტორი.

1998-2000 წლებში თურნავა იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, 2000 წლიდან 2005 წლამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

განათლებით თურნავა ეკონომისტია და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა