192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აზიის ბანკი საქართველოს სოფლის მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას დაეხმარება
2019-04-19 09:00:26

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) Credo Bank- გამოუყო კრედიტი ახალი პროდუქტების ამოქმედებისთვის, კერძოდ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კრედიტების გასაცემად, ნათქვამია ADB- განცხადებაში.

Credo საფინანსო მომსახურების წამყვანი მომწოდებელია შინაური მეურნეობებისათვის, ასევე მიკრო- და მცირე მეწარმეებისთვის. ის ემსახურება დაახლოებით 230 ათას კრედიტორს, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ბანკის მიერ გაცემული კრედიტის საშუალო ოდენობა 2300 ლარს შეადგენს.

კრედიტის ჯამური თანხმა 60 მილიონ ლარს შეადგენს. კრედიტები გაიცემა ქართულ ეროვნულ ვალუტაში საქართველოს სტრატეგიის მხარდასაჭერად, რომელიც ლარის გამოყენების გაზრდას და უცხოური ვალუტის გამოყენებისას საკრედიტო რისკების შემცირებას ითვალისწინებს.

კრედიტის სახსრები განკუთვნილია დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში ცხოვრობენ.

ეს აზიის განვითარების ბანკის მიერკრედოსთანგანხორციელებული მეორე პროექტია და ბანკს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს მომსახურების სფერო, რომელიც მოიცვას მცირე ბიზნესს და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობა ქალია“, - განაცხადა ADB- კერძო სექტორის ოპერაციების წამყვანმა საინვესტიციო სპეციალისტმა რაინერ ჰარტელმა.

ADB- ასევე ბანკს გამოუყო ტექნიკური დახმარება 500 ათასი დოლარის ოდენობით, რომელიც ხელს შეუწყობს Credo- მომსახურების არეალის გაფართოებას შორეულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

გამოყოფილი რესურსები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის კეთილდღეობის ზრდას და რეგიონში სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება“, - ნათქვამია ADB- განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან საქართველოს 2,8 მილიარდი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა, მათ შორის არასუვერენული კრედიტების ჯამმა 255 მილიონი დოლარი შეადგინა.


 

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა