192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„მსოფლიო ცივილიზაციის შედევრი“ – Google ქართულ დამწერლობაზე საუბრობს
2019-04-19 10:30:04

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, იუნესკოს მიერ აღიარებულ ქართული დამწერლობის სამ სახეობას Google Arts & Culture-მა დიდი საინფორმაციო მულტიმედიური მასალა მიუძღვნა.

Google Arts & Culture – ეს არის გლობალური ინტერაქტიული საგანმანათლებლო ონლაინ-პროექტი, რომელიც ქსელში მთელი ცივილიზაციის კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ონლაინ-პლატფორმა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხის კულტურულ მემკვიდრეობაში ვირტუალური მოგზაურობის საშუალებას იძლევა. აქ შეკრებილია ასობით მუზეუმში, გალერეასა და მსოფლიოს კერძო კოლექციებში დაცული დიდი ოსტატების რამდენიმე ათეული ათასი ნამუშევრის ასლი.

ესაა მშვენიერი მოთხრობა ქართული ანბანის სამ ცოცხალ კულტურაზე. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანი და ქართული დამწერლობის, ბეჭდვისა და ლიტერატურის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეპოქების განსაკუთრებულობანი", – ნათქვამია Google- სტატიაში.

საუბარია ქართული დამწერლობის სამ სახეობაზეასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომლებიც იუნესკომ 2016 წელს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

მასალაში სახელწოდებითანბანი, როგორც ისტორია" (ALPHABET AS A HISTORY) დეტალურად არის მოთხრობილი ქართული შრიფტების წარმოშობის, განვითარებისა და გავრცელების ისტორია უძველესი ეპოქიდან დღემდე.

Google ასევე ეხება ქართული გამომცემლობის ისტორიას და ისტორიულ პიროვნებებს, რომლებმაც ამ მხრივ საკვანძო როლი შეასრულეს. სტატიას თან ერთვის ისტორიული დოკუმენტების, ფრესკებისა და ფოტოების ასლები.

სტატიაში მითითებულია, რომ მასალაზე მუშაობდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, იგივე ხელოვნების სასახლე. კერძოდ, ავტორებს შორის დასახელებული არიან მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, თანამშრომლები მარი ხარაიშვილი, ირაკლი ზამბახიძე და ირინე მოისწრაფიშვილი.

განსაკუთრებულ მადლობას უხდიან არჩილ გელოვანსმეცენატს, ხელოვნების სასახლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს.

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა:

  • მრგვლოვანი, ანუ ასომთავრული;
  • კუთხოვანი, ანუ ნუსხური (ზოგჯერ ნუსხა-ხუცურითაც ცნობილი),

და მხედრული, რომლითაც დღეს ვწერთ და ვკითხულობთ.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა