192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მასაჩუსეტსის პარლამენტში პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას
2019-04-19 12:55:52

გასულ კვირას, მასაჩუსეტსის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. "ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გენოციდი არ დავივიწყოთ", _ განაცხადა სენატორმა  უილიამ ბრაუნსბერგმა.

უკვე  34 წელია შტატის სახელმწიფო მოხელეები თავიანთ  ყოველწლიურ ღონისძიებაზე  პარლამენტში იწვევენ სომხებსა და სამართალდამცველებს და მიუთითებენ  სომეხთა  გენოციდის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზე.  ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს Armenian Weekly-ი.

თავის გამოსვლაში, მიდლსექსის რაიონის შერიფმა პეტერ ქუთუჯიანმა დამსწრეებს მოუთხრო მისი ბებიებისა და ბაბუების თავგადასავალი, რომლების გაექცნენ სომეხთა გენოციდს და საბოლოოდ თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰპოვეს.

 „გენოციდის ისტორია არის ადამიანთა ტრაგედიების, სიმამაცის, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული დახმარების ისტორია", - განაცხადა მეწარმემ და ცნობილმა ქველმოქმედმა ნუბარ აფეიანმა.