192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრულიად სომხური ფელშმობი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში
2019-04-19 17:18:53

მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ  სომეხ ერს კიდევ ერთხელ მიეცემათ გაერთიანების საშუალება, ამჯერად ცეკვის  საშუალებით. ამის შესახებ „სპუტნიკ არმენიის“ კორესპოდენტთან საუბარში განაცხადა გრენობლის კულტურის სახლის სამმართველოს წარმომადგენელმა სირანუშ  ხაჩატრიანმა.  ფლეშმობი პირველად ჩატარდა 2018 წლის 26 მაისს და ეძღვნებოდა პირველი სომხური სახელმწიფოს დაარსების 100 და ერევნის დაარსების 2800 წლისთავს. ინციატორები იყვნენ გრენობლის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები.

 „როგორც გასულ წელს, ამჟამადაც 25 მაისს მსოფლიოს სომხებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ფლეშმობში, იცეკვონ „ქოჩარი“ და  ვიდეომასალა გადაუგზავნონ ორგანიზატორებს“,- აღნიშნა ხაჩატრიანმა.

მაგრამ  თუ გასულ წელს ნებადართული იყო ქოჩარის ნებისმიერი სახე, აბა წელს აუცილებლად უნდა იცეკვონ „ კარნო ქოჩარი“,  კომიტასის „შორორი“, ხოლო მესამე-სურვილისდამიხედვით.
წელს ფლეშმობი ეძღვნება ჰოვჰანნეს თუმანიანის და კომიტასის დაბადებიდან 150-ე წლისთავს. როგორც ხაჩატრიანმა აღნიშნა, გასულ წელს მონაწილეობდნენ ჯგუფები 40 ქვეყნიდან,  70 ქალაქზე  და სოფელზე მეტი.
ცეკვა „ქოჩარი“ 2017 წელს იუნესკოს მიერ შეტანილი იქნა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. „ქოჩარი“- ეს ეროვნული ცეკვაა, რომელსაც ასრულებენ  მთელს სომხეთში, ზეიმის,  ოჯახური  ღონისძიებებისა და სხვა წეს-ჩვეულებების შემთხვევაში.