192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“არმათ“–ი აბუ-დაბიში წარმოადგენს ტექნოლოგიური განათლების სომხურ მოდელს
2019-04-22 15:13:06

"არმათ"–ი მონაწილეობას იღებს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გამართულ განათლების საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენაში «Bett Middle East Leadership Summit & Expo».
"არმათ"–ი აბუ დაბიში წარმოადგენს ტექნოლოგიური განათლების სომხურ მოდელს და მის მდიდარ გამოცდილებას. ცალკე პავილიონით წარმოდგენილია სომეხი მოსწავლეების დეტალურად ინდივიდუალურად მოდელირებული და დამზადებული რობოტები, მათი პროგრამული უზრუნველყოფა, ისევე როგორც  მოწყობილობა სამი ერთში, რომელიც მოიცავს სამ განზომილებიან პრინტერს, საბურღ და ლაზერულ მოწყობილობას.
«Bett Middle East Leadership Summit & Expo» - მონაწილეობს დაახლოებით 50 სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 20-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო უწყებები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები  და სხვა ოფიციალური პირები.