192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ სომხეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
2019-04-23 15:10:04

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატამ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ მის გვერდზე ჩანაწერი გააკეთა სომხეთში ჩეხეთის საელჩომ.

"შეთანხმების სრული რატიფიცირება ერთი ნაბიჯით უფრო მოგვიახლოვდა" - ჩაწერილია ჩეხეთის საელჩოს გვერდზე.

ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია. შეთანხმება ასევე უნდა იყოს რატიფიცირებული ჩეხეთის სენატის მიერაც.

2017 წლის 24 ნოემბერს  ბრიუსელში ხელმოწერილი იქნა სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულება. ის იქნა  რატიფიცირებული 11 ქვეყნის მიერ, ესენია: სომხეთი, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი.