192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2019-04-23 20:03:49

მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს.

„GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში, ახალ სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან აკავშირებს. ამ ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებები გატარდება, რაც 20 ჰექტრამდე სატყეო ფართობს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამით, როგორც ტურისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უნიკალური საშუალება, იმ საფეხმავლო ბილიკებიდან გადაშლილი პანორამით დატკბნენ, რომელიც კუს ტბასა და მთაწმინდას ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.