Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის გამოსვლა
2019-04-24 15:12:35

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს მიაჩნია, რომ თურქეთის მთავრობის უარყოფითი დამოკიდებულება სომეხთა გენოციდის მიმართ მეტყველებს მათ სისუსტეზე.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს მიაჩნია, რომ თურქეთის მთავრობის უარყოფითი დამოკიდებულება სომეხთა გენოციდის მიმართ მეტყველებს მათ სისუსტეზე. ამის შესახებ განაცხადა სრ სს სამინისტროს პრეს-სპიკერმა ანნა ნაღდალიანმა კომენტარი გაუკეთა რა თურქეთის მთავრობის მიერ წლეების განმავლობაში   სომეხთა გენოციდის უარყოფის საკითხს.

როგორც  იუწყებიან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ანნა ნაღდალიანმა სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით კომენტარი გაუკეთა თურქეთის მთავრობის იმ განცხადებას, რომ „სომხეთს ეშინია 2015 წლის არქივის გახსნისა, რადგანაც იქ მოთავსებული მასალები ადასტურებენ, რომ 2015 წლის მოვლებენი არა თუ სომეხთა გენოციდია, არამედ სომეხი ბანდიტების მიერ ოსმანეთის  იმპერიიის  მუსლიმი მოსახლეობის გენოციდი და განადგურება“.

ანნა  ნაღდალიანმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ თურქეთი მუდამ უარყოფდა სომეხთა გენოციდს სისტემატიურად  სხვადასხვა ფაქტებისა და სიტყვის მარაგის მოშველიებით.  თურქეთის პოლიტიკაში არ იცვლება ერთი რამ - გენოციდის უარყობა, ხოლო ამ უარყოფის ხერხები და შინაარსი   ყოველთვის სხვადასხვაგვარია, ის მუდამ ცვლილებას განიცდის.

ადრე თურქეთი ცდილობდა ერთმანეთისთვის  გაეთანაბრებინა გენოციდის ჩამდენი და გენოციდის მსხვერპლი, ხოლო ამჟამად ის მსხვერპლს ადანაშაულებს გენოციდის განხორციელებაში, ხოლო ჩამდენებს წარმოგვიდგენს მსხვერპლად. რაც შეეხება სომხეთის არქივების გახსნას, ისინი უკვე დიდი ხანია ღიაა.   ყოველივე ეს იუთითებს, რომ მათ ძალა არ შესწევთ თვალი გაუსწორონ ისტორიულ სინამდვილეს და აღიარონ ის.

„გენოციდის  უარყოფის გზით თავის გამართლება მეტად სამარცხვინო და საშიში მოვლენაა. ის ხელს უწყობს კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინაშე ახალი დანაშაულობების ჩადენას, რასაც  საერთაშორისო საზოგადოებამ ბრძოლა უნდა გამოუცხადოს“, -აღნიშნა ანნა  ნაღდალიანმა.