192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ადამიანს როცა ავიწყდება, თუ რა აკავშირებს მეზობელთან, მისგან მოსალოდნელია საშინელება. მაკრონმა ჩანაწერი გააკეთა სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით.
2019-04-25 13:00:38

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა თავის Twitter-ის მიკრობლოგში.  არმენპრესის უწყებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ჩანაწერში ნათქვამია:

"24 აპრილს ჩვენ ოფიციალურად ვიხსენებთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლს, რათა გვახსოვდეს, რომ ადამიანისგან მოსალოდნელია ყველაზე უარესი, როდესაც იგი ივიწყებს, თუ რა აკავშირებს მას თავის მეზობელთან,  უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, რომ ისტორიამ  მისი შეცდომები არ გაიმეოროს."

სომეხთა გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით პარიზის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტრადიციული ღონისძიება, ქალაქის მერ ანნ იდალგოს მონაწილეობით.

წლევანდელი ღონისძიება სიმბოლურია, რადგან ქვეყანაში 24 აპრილი ოფიციალურად პირველად აღინიშნება როგორც  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

ღონისძიებას ესწრებოდ 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ცნობილი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სასულიერო და კულტურული მოღვაწეები.