192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„საქართველო, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, მის ფასეულობებს უნდა იზიარებდეს“ - მადელინ მუნი
2019-04-25 20:41:33

„ნატო-ს საქართველოსთან დაახლოების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რის გაკეთებას აპირებს თავად საქართველო, რომ დაუახლოვდეს ნატო-ს, ანუ როგორ ვმუშაობთ ჩვენ ერთად, რომ მიზანს მივაღწიოთ და ორი მხარე უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. არის საკითხები, რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება - ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და არ არსებობს მხოლოდ ერთი რამ, რაც უნდა გაკეთდეს. მაგალითად, მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ ნატო-ს ღირებულებების გამტკიცებაც. ეს არის კორუფციასთან გამკლავება, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა - ყველა ეს საკითხი გადამწყვეტია,“ - განუცხადა „კურიერს“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მადელინ მუნიმ.

მისივე თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც ალიანსის წევრობა სურს, მის ფასეულობებს უნდა იზიარებდნენ.