192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო პეკინში გამართულ ფორუმში მონაწილეობს
2019-04-25 20:48:19

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართული დელეგაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ფორუმში „ერთი სარტყელი, ერთი გზა", ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონცეფცია „ერთი სარტყელი, ერთი გზა" ეს არის ჩინეთის საერთაშორისო ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და რომლის მიზანიც ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

 

ვიზიტის ფარგლებში მაია ცქიტიშვილი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე" სიტყვით გამოვიდა.