192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენი ქვეყნის საზღვრების კონტროლი დღეს ძლიერი და საიმედოა, ასე იქნება ხვალაც. ართურ ვანეციანი.
2019-04-26 13:06:54

ჩვენი სამშობლოს საზღვრები წმინდაა და ამ საზღვრების დაცვა სომხეთისა და ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა, და ამ მნიშვნელოვანი მისიის ფრონტის ხაზზე სასაზღვრო ჯარებია. დღეს, 26 აპრილს თავის გამოსვლაში განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ართურ ვანეციანმა  სასაზღვრო ჯარების დღესთან დაკავშირებით.
"ჩვენი ქვეყნის საზღვრების კონტროლი დღეს ძლიერი და საიმედოა, ასე იქნება ხვალაც. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს შემდგარი სახელმწიფო დაცული  საზღვრების გარეშე. მთავრობამ და ხალხმა მოგვანდეს ჩვენი საზღვრის ხაზი, საიდანაც იწყება ჩვენი უსაფრთხოება და დაცვა", - განაცხადა მან.
პროფესიული დღესასწაულის დღეს ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მჭიდროდ თანამშრომლობს მესაზღვრეებთან. "სიტყვა ეხება ჩვენს პარტნიორებს რუსეთში, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს, პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებთანაც ეფექტურად თანამშრომლობენ ჩვენი მესაზღვრეები", - განაცხადა ართურ ვანეციანმა.
სასაზღვრო ჯარების დღესასწაულთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების სამსახურს ეწვია სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პოლიციის უფროსი ვალერი ოსიპიანი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს წოლაკიანი და თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი.

2019-05-14 15:37:55
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
2019-05-14 14:56:12
საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა საქართველოს მოქალაქეების მიერ მკვლელობის ჩადენის შემთხვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
2019-05-15 00:38:08
თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება
2019-05-14 13:00:14
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების უწყვეტ მხარდაჭერას
2019-05-14 12:43:37
გიორგი მარგველაშვილმა კოტეჯი მისი სახლის ეზოში გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე უკვე განათავსა