Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ხიდი ევროპასა და აზიას შორის: რა სარგებელს მიიღებს საქართველო
2019-04-26 17:38:58

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ზრდის ქვეყნის მნიშვნელობას ჩინურ მეგაპროექტშიერთი სარტყელიერთი გზა“, განუცხადაSputnik–საქართველოსქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

კონცეფციაერთი სარტყელიერთი გზა" ეს არის ჩინეთის საერთაშორისო ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზე, რომელიც ცენტრალური აზიის, ევროპისა და აფრიკის 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და რომლის მიზანიც ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

სარგებელი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ და რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ ამ მეგაპროექტის სხვა მონაწილეებთან. მაგრამ თავად გეოგრაფია გვკარნახობს ნამდვილად უზარმაზარ პოტენციალზე, რომლის რეალიზებაც საჭიროა“, – აღნიშნა მენაღარიშვილმა.

პროექტიერთი სარტყელიერთი გზაისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღდგენასა და განვითარებისკენაა მიმართული. პროექტის აღორძინება, მენაღარიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთერთი მიმართულება, ჩინური სცენარით, სწორედ რომ შუა აზიაზე, კასპიის ზღვის გავლით და სამხრეთ კავკასიაზე გადის, შემდეგ შავ ზღვაზე და ევროპაში. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, მისი რკინიგზის, სატრანსპორტო მაგისტრალებისთვის. რა თქმა უნდა, ამ მეგაპროექტში მონაწილეობა ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული ქართველებისთვისაც მომგებიანია“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

რიგით მეორე ფორუმიერთი სარტყელი, ერთი გზა" პეკინში 25-27 აპრილს იმართება, რომელშიც მონაწილეობს 37 სახელმწიფო და სამთავრობო ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით. ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ფორუმზე ქართული დელეგაციაც იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით.

ფორუმის პროგრამის თანახმად, 25 აპრილს ჩატარდა 12 თემატური ფორუმი და კონფერენცია. გახსნის საზეიმო ცერემონია და მაღალი დონის შეხვედრები 26 აპრილს გაიმართება, 27 აპრილს კი ლიდერები საერთო სხდომაზე შეხვდებიან ერთმანეთს. ფორუმის ყველა ღონისძიების თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯომარე სი ძინპინი იქნება, რომელიც ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვა და ასევე შეაჯამებს მის მუშაობას.

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 2018 წელს საგარეო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 31,8%-ით მეტია. ამასთან, ქართული პროდუქციის ექსპორტმა ჩინეთში 1,8%-ით, 198 მილიონ დოლარამდე იკლო, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან 13,7%-ით, 833,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.