Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბათუმს 13 დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები სტუმრობენ
2019-04-29 06:56:10

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ბათუმობა-2019“-ში ათი ქვეყნის 13 დამეგობრებული ქალაქის დელეგაციები მონაწილეობენ, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 113 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ბათუმში იმყოფებიან მერები და ქალაქების წარმომადგენლები უკრაინიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ეგვიპტედან და აზერბაიჯანიდან.

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.

გასულ წლებში ბათუმობა აღინიშნებოდა სექტემბერში, მაგრამ წელს 28 აპრილს ვზეიმობთ, რადგან 1888 წელს, სწორედ ამ დღეს, ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ტრადიციებით. 32 დამეგობრებულ, პარტნიორ ქალაქთან წლების განმავლობაში გვაკავშირებს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გასული წლის დეკემბერში ACES Europe- ბათუმს ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი მიანიჭა.

ბათუმობასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები სასიამოვნო დროს გაატარებენ და დღევანდელი დღე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

სტუმრების პატივსაცემად აჭარის მთავრობამ და ბათუმის ხელისუფლებამ ოფიციალური მიღება გამართა. წვეულების შემდეგ დელეგაციებმა თავიანთი ქალაქების ზონებს მიაშურეს. ბათუმის დამეგობრებული ქალაქების კუთხეები ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყო.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული ღონისძიებები, კინოჩვენებები, ფოტოგამოფენები და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. პატარებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყო.