Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რუსეთი და სომხეთი გეგმავენ 2030 წლამდე გაზის მიწოდების ძირითადი სქემის პროექტის შეთანხმებას
2019-04-29 12:20:45

რუსეთი და სომხეთი გეგმავენ შეათანხმონ 2030 წლამდე გაზის მიწოდების ძირითადი სქემის პროექტი. სააგენტო ტასს-ის უწყებით,  ამის შესახებ რუსეთი პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ვიზიტის წინ განუცხადა  ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი პრიხოდოკომ.

"ჩვენი ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობას გაზის სექტორში. შეიმუშავებენ როგორც მიმდინარე, ასევე  პერსპექტიულ პროექტებ. მაგალითად, არსებობს შეთანხმება, რომ 2030 წლისთვის უნდა შეთანხმდეს გაზმომარაგებისა და გაზიფიკაციის ძირითადი სქემა ", - განაცხადა მან.

რუსეთსა და სომხეთს შორის გაზის ყიდვა- გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამჟამად მოქმედებს დამატებითი შეთანხმება "გაზპრომ ექსპორტ"-სა და "გაზპრომ არმენია"-ს შორის, რომლის თანახმადაც დგინდება  2019 წელს გაზის ფასი სომხეთისთვის.