Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სომხური სათვისტომოს“ განცხადება 24 აპრილს თბილისში მომხდართან დაკავშირებით
2019-04-30 14:17:56

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს სომხური სათვისტომო"  24 აპრილს თბილისში მომხდართან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
ამის შესახებ იტყობინება akhaltskha.net.
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს სომხური სათვისტომოს განცხადება:  

24 აპრილს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. მრავალი წლის განმავლობაში, თბილისში, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 23-24 აპრილს საქართველოს სომხური სათვისტომო ტრადიციულ საპროტესტო აქციებს მართავს, თურქეთს მოუწოდებს აღიაროს 1915-23 წლებში ჩადენილი დანაშაული.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითსაქართველოს სომხურმა სათვისტომომ ამ  წელსაც თბილისის მთავრობას აცნობა საქართველოში თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ხომეხი ხალხის გენოციდის 104 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

24 აპრილს, აღნიშნულ საათზე, მივიდა რა თბილისში თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სომხურმა სათვისტომომ, საქართველოს მოქალქეებმა, აღმოაჩინეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხრივ რაღაც ღონისძიება ტარდება.
შედეგად, საქართველოს სომხურ სათვისტომოს წაერთვა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლება, ჩაატაროს წინასწარ გამოცხადებული ღონისძიება დაგეგმილ ადგილზე დაგეგმილ ფორმატში.

24 აპრილი მილიონნახევარზე მეტი სასტიკად მოკლული უდანაშაულო მსხვერპლის მოხსენიების დღეა, და რა სამართლებრივი ტერმინიც არ უნდა ეწოდოს ამ ტრაგედიას, ხსოვნის ღონისძიებების პარალელურად  სადღესასწაულო ცირკის ორგანიზება, რომელიც  2019 წლის 24 აპრილს მოაწყო საქართველოში თურქეთის საელჩომ, უკიდურესი უზნეო ნაბიჯია, რაც განკიცხვის ღირსია.

მკაცრად დასაგმობია აგრეთვე საქართველოს იმ  ყველა საჯარო მოხელეთა ქმედებები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოში თურქეთის საელჩოს ამ  საცირკო წარმოდგენის ორგანიზებაში.
საქართველოს კონსტიტუციისა და ,,დემონსტრაციებისა და სვლების შესახებ“ კანონის ხელმძღვანელობით, მოვუწოდებთ:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს, შეისწავლოს 2019 წლის 24 აპრილსსაქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტი. მიიღოს შესაბამისი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს აუცილებებლი დიპლომატიური ზომები. დაგმოს უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – მოიკვლიოს, თუ ვინ და რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ნება დაერთო სომხური სათვისტომოს შეტყობინებაში აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, ერთსა და იმავე ადგილას და იმავე დროს  განეხორციელებინა ღონისძიება, რითაც ხელი შეუშლა  საქართველოს მოქალაქეებს მათი სამართლებრივი და კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება:

საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსმკაცრად გაკიცხონ საქართველოში თურქეთის საელჩოს მხრივ   "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" ვენის დეკლარაციის ფუნდამენტური ნორმებისა და საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ფაქტები.
საქართველოში თურქეთის საელჩოს – საჯაროდ ბოდიში მოუხადოს საქართველოს მოქალაქეებს და შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების მიმართ  საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დისკრიმინაციის და დევნის პოლიტიკის  მართვა", ნათქვამია განცხადებაში.