Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არასდროს არ უნდა დავივიწყოთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლნი: მარეკ ბენდა
2019-04-30 16:38:35

ჩეხეთის სომხეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ ბენდა  სომხეთ-ჩეხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ გაიანე აბრაჰამიანთან  ერთად  ეწვია  წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს.როგორც გვაცნობეს  სრ ეროვნული კრების (პარლამენტის)  პრეს-სამსახურიდან, ჩეხმა დეპუტატმა ყვავილების გვირგვინით შეამკო 2015 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უდანაშაულდ გაჟლეტილ მშვიდობიან მოქალაქეთა ხსოვნას.

სომეხთა   გენოციდის  მუზეუმ-ინსტიტუტში სტუმარი გაეცნო მე-20- ე საუკუნის პირველი ნახევრის გენოციდის დოკუმენტურ მასალას, დაათვალიერა ექსპონატები.  საპატიო სტუმართა სამახსოვრო ჟურნალში  მარეკ ბენდამ ჩაწერა : „კაცობრიობის მიერ ჩადენილი ბოროტება კაცობრიობის წინააღმდეგ. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ სომეხთა  გენოციდის მსხვერპლნი“.