Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს შეხვდა
2019-04-30 17:45:30

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიემიიღო.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ევროსაბჭოს როლი.

აღინიშნა, რომ საქართველო ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან წარმატებულად თანამშრომლობს, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა.

დღესვე პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.