Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო-აზერბაიჯანის სადავო საზღვრის საკითხზე ახალი კომისია იმუშავებს
2019-05-02 23:56:28

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება ახალი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დღემდე შეუთანხმებელი მონაკვეთების დადგენაზე იმუშავებს, განაცხადა პარლამენტში ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მონასტერი დავით-გარეჯის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ნაწილია და საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად გზა გაიხსნა, მაგრამ, მედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

საკითხი მძიმედ დგას დაახლოებით 1996 წლის შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა. ერთმნიშვნელოვანად ყველას გვესმის, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეული წლების განმავლობაში, აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. უახლოეს პერიოდში, ალბათ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთდ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად გადაწყდება საზღვრის საკითხი, მით უფრო სწრაფად გადაიჭრება პრობლემა დავით-გარეჯის კომპლექსის ირგვლივ.

აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის ფარგლებში ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესებში. ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყენის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს.

დავითგარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთიდავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერიდავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახულია ისტორიული პიროვნებები, მათ შორის თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ისაზერბაიჯანის ქვის ხსოვნადმიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიის ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.