Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საქართველოს სომხურ სათვისტომოს წარუდგინა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები, მოისმინა მათი პრობლემები
2019-05-06 12:04:56

სრ პრემიერ-მინისტრის პრეს სპიკერმა ვლადიმერ კარაპეტიანმა მისი კოლეგის მოწვევით საქართველოში ყოფნის  დროს მოაწყო შეხვედრა ადგილობრივ სომხურ სათვისტომოს წარმომადგენლებთან. "არმენპრეს"–ი იუწყება, რომ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა შენიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს აქვს მეგობრული და თბილი ურთიერთობები, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდა რევოლუციის შემდგომ.
მან განაცხადა, რომ მზადება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ივლისში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი.

ქვეყნის განვითარების მიმართულებით სომხეთის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ნაშვილები პრიორიტეტების მოკლედ გაცნობის შემდეგ, ვლადიმერ კარაპეტიანმა უპასუხა დამსწრეთა ყველა კითხვას, მოისმინა და ჩაიწერა შემოთავაზებები, რომლებსაც შემდგომში წარუდგენს პრემიერ-მინისტრს  და განიხილავს პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად.