Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოში ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართა
2019-05-06 13:21:25

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისსა და გურიაში ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი მთაწმინდის პარკში გაიმართა. თბილისის პარალელურად, ჩაის ფესტივალი ჩატარდა გურიაშიც. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებები მეწარმეებისთვის კარგი სტიმულია, რადგან მათ შეეძლებათ, უშუალოდ მომხმარებლამდე მიიტანონ საკუთარი პროდუქცია.

პალატა მუდმივად მხარს უჭერს მსგავს აქტივობებს, რადგან ეს კარგი საშუალებაა, რომ მეწარმეებმა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ცნობადობა, ასევე დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. მოხარულები ვართ, რომ ჩაის ფესტივალი წელს პირველად ოზურგეთშიც ჩატარდება, რაც საინტერესო პერსპექტივაა გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის“, – განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

 ფესტივალს დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანაძე, დარგის სპეციალისტები, საელჩოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 ღონისძიების მიზანია მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.
 ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობები, ჩატარდა შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციისა და სხვადასხვა სახეობის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიის პროდუქცია.

ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა.