Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არტაკ ზეინალიანმა და აშშ ვიცე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განიხილეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თნამაშრომლობის შესაძლებლობანი
2019-05-06 17:51:00

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სამდივნოს დელეგაცია ვიცე სახელმწიფო მდივნის მოადგილის  ჯორგენ  ენდრიუსის  ხელმძღვანელობით.

როგორც გვაცნობეს სრ იუსტიციის სამინისტროდან, მინისტრმა ზეინალიანმა მაღალ დონეზე შეაფასა სომხეთ- ამერიკის თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მას   გააჩნია ყველა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობის დიდი პოტენცია.

ამერიკის ვიცე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ  გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთის მთავრობას პრიორიტეტულ მიმართულებებში პროგრესის გზაზე,  დაეხმარნონ  ნარკოტიკებისა  და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,სასამართლო სისტემის რეფორმების გატარების საკითხში.

შეხვედრისას შეეხნენ სისხლის სამართლის სფეროში პროგრამების დამუშავების თემას.