Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის – ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსებმა საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს
2019-05-08 13:33:39

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ლიუქ ქოფი კიდევ ერთხელ შეეხო მოსაზრებას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

საუბარია, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უნდა გავრცელდეს.

შეერთებულ შტატებში თანხმდებიან, რომ ალიანსის გაფართოებაში ვაშინგტონს მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა რამდენად არის ამის მზადყოფნა ვაშინგტონში, ან არის თუ არა მზად საქართველო წევრობისთვის, ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ქართული მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველო პრაქტიკული თვალსაზრისით წევრობისთვის მზადაა.

„საქართველო უფრო მეტად არის ნატო-სთან, როგორც დემოკრატიული განვითარების ისე სამხედრო მზადყოფნით, კონტრიბუციის თვალსაზრისით ვიდრე ბევრი სახელმწიფო, რომელიც გაწევრიანებულა. ამას აღიარებს ყველა ექსპერტი, მათ შორის ამ კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის. მთავარია, ამ თვალსაზრისით პოლიტიკური სიტუაცია მომწიფდეს ნატო-ს წევრ ქვეყნებში რათა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი,რომ გაწევრიანდეს ჩრდილო ატალნტიკურ ალიანსში,“-აცხადებს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კი განაცხადა, რომ საქართველო იმყოფება დაახლოებით იმ მდგომარეობაში, რომელშიც ბალტიის ქვეყნები 1999 წელს იყვნენ.

იმ დროს კი ამ სახელმწიფოების ალიანსში გაწევრიანებას ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. თუმცა ტალინმა, რიგამ და ვილნიუსმა საუკეთესოდ განახორციელეს დემოკრატიული რეფორმები და შეიტანეს წვლილი საერთო უსაფრთხოებაში, რამაც შემდგომი გაფართოების დროს, მათი წევრობა განაპირობა.