Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირსა და სომხეთს შორის განხილვის ეტაპზე 20 მილიონი ევროს პროგრამებია. ნ.ფაშინიანი.
2019-05-08 15:02:06

ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმების სტადიაშია სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების გამოყენების საგზაო რუკა, რომელიც მოიცავს მართლმსაჯულების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, მომხმარებლის ინტერესების დაცვის, მიგრაციისა და სხვა სფეროების 205 ღონისძიებას. ამის შესახებ 8 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს საგზაო რუკის პროექტთან დაკავშირებით, როგორც შეთანხმების განხორციელების კარგ დასაწყისს.

"ევროკავშირ-სომხეთის თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის 2017 წლის წლიური სამოქმედო გეგმის მიხედვით, 3 ხელშეკრულება გაფორმდა განათლების, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სფეროებში, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 34.5 მილიონ ევროს. სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის 2018 წლის წლიური სამოქმედო გეგმის თანახმად, ხელი მოეწერა 2 ხელშეკრულებას დემოკრატიის განმტკიცებისა და რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებულ სფეროებში, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 36 მილიონ ევროს. 20 მილიონზე მეტი ევროს პროგრამები განხილვის სტადიაშია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.