Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მამუკა ბახტაძე: 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა
2019-05-09 22:37:54

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74- წლისთავი მიულოცა და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ომის ვეტერანები, მათი ახლობლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მოქალაქეები, ტრადიციულად, დილიდან ვაკის პარკში იკრიბებიან, იქვე უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით ამკობენ. ქვეყანაში 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღეა.

მსურს ყველას მივულოცო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენ სახელოვან ვეტერანებს. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში, ასიათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს მივულოცო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძესთან ერთად ვეტერანებს გამარჯვება მიულოცეს მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 99 ქალია.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად დახმარებას გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.