Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა არცახში მონაწილეობა მიიღო სამმაგი დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში
2019-05-10 11:00:01

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიან არცახის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო სამმაგ დღესასწაულში: დიდი სამამულო ომის გამარჯვების,  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის შექმნისა და შუშის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები.

სრ მთავრობის უწყებით, სომხეთისა და არცახის მაღალჩინოსნები  დილით სტეფანაკერტის რენესანსის მოედნიდან მოქალაქეებთან ერთად მსვლელობით გაემართნენ სტეფანაკერტის მემორიალისაკენ, სადაც ყვავილები და გვირგვინებით შეამკეს დიდი სამამულო ომის და შუშის გათავისუფლების დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის უკვდამყოფი მემორიალი.

შემდეგ პრემიერ-მინისტრი ეწვია მემორიალის მიმდებარე არცახის განმათავისუფლებელ ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაოს, ყვავილებით შეამკო მათი საფლავები და პატივი მიაგო თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას.