Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საფრანგეთი სომხეთის გვერდით გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისთვის. მაკრონმა წერილი გაუგზავნა არმენ სარგსიანს
2019-05-10 16:51:50

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წერილი გაუგზავნა არმენ სარგსიანს, რომელშიც განაცხადა, რომ როგორც შეპირდა ამ წლიდან დაწყებული საფრანგეთში  24 აპრილი ოფიციალურად აღინიშნება სომხეთის გენოციდის ხსოვნის დღედ.  

 

როგორც იუწყებიან სრ პრეზიდენტის აპარატიდან, მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომავალშიც გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას სამართლიანობისა და სიმართლისათვის ბრძოლაში. "ეს არის ჩვენი ვალი სომხეთი და სომეხი ხალხის, ისევე როგორც იმ გადარჩენილთა და ლტოლვილთა მიმართ, რომლებიც საფრანგეთმა მიიღო და რომელთა შთამომავლებმა შექმნეს ჩვენი ქვეყნის ისტორია.

ერთობლივი ბედის შექმნის შესაძლებლობის ქონისთვის უნდა შეგეძლოს წაღმა უყურო წარსულს, თაყვანი სცე და თავი დახარო გარდაცვლილთა ხსოვნის წინაშე,  პატივი  სცე ცოცხლების მეხსიერებას. ეს არის ჩემი რწმენა და ვიცი, რომ ამასვე იზიარებს სომხეთიც. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ მეხსიერების მომენტში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ სომხეთის მომავლისთვის, ახლა, როდესაც იწერება  ახალი ფურცელი მის ისტორიაში, რომელიც უნდა იყოს აღორძინების და მშვიდობის  გვერდი", განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის წერილში.

ემანუელ მაკრონმა დასძინა, რომ, რომ საფრანგეთი და სომხეთი ამაყობენ მათი მეგობრობით და მომავლისადმი ნდობით.