Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„მსოფლიო ლიდერთა ფონდის“ დელეგაცია აღფრთოვანებულია სომხეთის რევოლუციით
2019-05-13 14:38:08

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის მოწვევით სომხეთში იმყოფება „მსოფლიო ლიდერთა ფონდის“ დელეგაცია.  სტუმრები აღფრთოვანებულნი არიან 2018 წელს სომხეთში მომხდარი „ხავერდის რევოლუციით“. ამის შესახებ 13 მაისს სრ პრეზიდენტის  რეზიდენციაში ჟურნალისტებთან საუბრისას  აღნიშნა შვეიცარიის ყოფილმა პრეზიდენტმა , დელეგაციის წევრმა მიშელინ  კალმი-რეიმ.

„ჩვენ ვართ ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც სომხეთში ადრეც არიან ნამყოფი სხვადასხვა მიზეზებით. ჩვენ ყველანი ვფლობთ ინფორმაციას სომხეთის შესახებ,  გვიყვარს ეს ქვეყანა და აღფრთოვანებლნი ვართ იმით, რაც თქვენ შესძელით. მშვიდობიანი რევოლუცია, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია და ამჟამად კი  ცდილობთ ააშენოთ ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფი“- აღნიშნა  კალმი-რეიმ.

სამშვიდობო მისიების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ჰერვე ლადსუსმა აღნიშნა, რომ ისინი სომხეთში ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ გაარკვიონ თუ რა სფეროში უნდა დაეხმარონ სომხეთის ხელმძღვანელობას  და სომეხ ხალხს.

 „მსოფლიო ლიდერთა ფონდის“ ყველა წევრი  სახელმწიფოების ან მთავრობების ყოფილი ხელმძღვანელები ან მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი პირები არიან. 2006 -2013 წლეებში ამ ფონდის საბჭოს წევრი იყო არმენ სარგსიანი.