Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ევროვიზია 2019“ ქართველი მომღერლის გარეშე მაინც არ ჩაივლის
2019-05-16 12:03:33

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოთო ნემსაძე, რომელიცევროვიზია 2019“-ზე საქართველოს წარმოადგენდა, ფინალს გამოეთიშა, კონკურსი მაინც არ ჩაივლის ქართველი მომღერლის გარეშე.

პირველი ნახევარფინალის ბოლოს ცნობილი გახდა, რომევროვიზიისფინალში თამთა გოდუაძე იმღერებს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენს.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გუშინ გაიმართა. ეროვნულმა ჟიურიმ და მაყურებელმა ღირსეულად შეაფასა გოდუაძე, რომელმაც კონკურსი გახსნა კომპოზიტორ ალექს პაპაკონსტანტინუს კომპოზიციით Replay. ამ სიმღერის წყალობით თამთა 18 მაისს ფინალში იმღერებს.

მადლობა, ევროპა! შევხვდებით ევროვიზია 2019-ის ფინალში“, – დაწერა გოდუაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

კონკურსის ფინალში ასევე გავიდნენ: საბერძნეთის, ბელარუსის, სერბეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, ისლანდიის, სან-მარინოსა და სლოვენიის წარმომადგენლები.

ბუკმეკერების პროგნოზით, გოდუაძე მე-11 ადგილზეა.