Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა სომხეთს. ელჩი სადოიანი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს
2019-05-16 11:30:33

საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს,  სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გიორგი ვოლსკის.

საქართველოში სომხეთის საელჩოს პრესსამსახურის უწყებით, რუბენ სადოიანმა ორმხრივ საპარლამენტო თანამშრომლობაზე საუბრისას, განაცხადა, რომ იგი მაღალ დონეზეა, რაც ხაზს უსვამს სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს მჭიდრო თანამშრომლობ მნიშვნელობას.

მხარეები შეეხნენ სომხეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-საქართველოს ახლადჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფი, ასევე სომხეთში საქართველოს პარლამენტის სპიკერის ვიზიტის შესახებ.